ახალი ამბები

სტიქიამ ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტები დააზარალა

სამაშველო და გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურები, გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. რაც შეეხება ზარალს, დღეს გახდება ცნობილი თუ რა სახის ზიანი მიადგა სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს.
რაც შეეხება ახმეტას, ძლიერმა სეტყვამ მუნიციპალიტეტის 6 სოფელი, ზემო და ქვემო ალვანი, ფიჩხოვანი, არგოხი, ბაბანეური და მაღრაანი განსაკუთრებით დაზარალდა. სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ვენახები გაანადგურა. ადგილობრივების განცხადებით, ახმეტაში ვენახების 50% განადგურდა.
მუნიციპალიტეტის გამგებლის, ბექა ბაიდაურის განცხადებით, ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიის ზონაში ზარალს სწავლობს.