ახალი ამბები

თელავის სოფლებში დიოდური განათება დამონტაჟდება

 ,,მომავალი წლის ბოლომდე მთლიანად შევცვლით გარე განათების სისტემას, რომელიც ჩანაცვლდება შუქდიოდური სანათებით. მინდა აღვნიშნო, რომ დიოდურ სისტემას სჭირდება ნაკლები ელექტროენერგია. ახალ სანათებს აქვს სამწლიანი გარანტია, რომელიც 70 ვატიანია და საკმაოდ კარგი განათება აქვს, ვიდრე 250 ან 400 ვატიან სანათებს. ნათურებს აქვს სამწლიანი გარანტია. ძველ სისტემას, ამ ეტაპზე, შევცვლით ახალი სანათებით სოფელ აკურის ტრასიდან იყალთომდე, ხოლო ძველ სანათებს დროებით დავამონტაჟებთ სხვა სოფლებში. მომავალ წელს კი, ბიუჯეტში საკმარის თახნას ჩავსვამთ, რათა მთლიანად გადავიდეთ განათების ახალ სისტემაზე”, -გაუნცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.