ახალი ამბები

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი გადადგა

ეს საკითხი დღის წერიგში მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე წუთის წინ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება გააჟღერა. ლევან ყიფიანი გარემოს დაცვის მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის შემდეგ მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. 
გუშინ თანამდებობიდან გადადგა გარემოს დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი. გასულ კვირას კი ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა გათანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა 
მინისტრთა კაბინეტმა ნდობა გასული წლის ზაფხულში მეორედ მიიღო, როდესაც პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები 7 მინისტრს შეეხო, 2 შემთხვევაში კი გადანაცვლება მოხდა.

კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტი დაიკავა, ხოლო ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ჩაანაცვლა.