ახალი ამბები

თელავის თეატრის წინ არსებული რკინის ბოძების დემონტაჟზე 120 ათასი ლარი დაიხარჯება

,, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თელავის თეატრის წინ არსებული უსახური ბოძების დემონტაჟი 1 მილიონი ლარი ჯდებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით ეს სამუშაოები 120 000 ლარი დაჯდება. ამ ეტაპზე, თანხების მოძიების საკითხი განიხილება ინფრასტრუქტურის სამინისტროში,”- განუცხადა Knews.ge-ს ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ.
მისივე თქმით, გარდა ამისა, თელავის თეატრში არსებული სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან დაფინანსება 300 000 ლარით გაიზარდა.