ახალი ამბები

თელავის თემის საკრებულოსა და გამგეობაში 7 პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის განმარტებით, კონკურსში მონაწილეთა შერჩევა სამ ეტაპად – განცხადების გადარჩევის, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე მოხდება.
გთავაზობთ ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალს სამსახურებისა და განყოფილებების მიხედვით:
გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების განყოფილებაში: განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილებაში: განყოფილების სპეციალისტი.
გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის განყოფილებაში: განყოფილების უფროსი, განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
გამგეობის სამართლებრივი ანალიზის განყოფილებაში: განყოფილების უფროსი.
გამგეობის ქონების მართვის და ეკონომიკიური განვითარების განყოფილებაში: განყოფილების უფროსი და განყოფილების მთავარი სპეციალისტი.