სტატიები

1. მილანის ღვინის ფესტივალზე ქართულ ქვევრის ღვინოს წარადგენენ

“ნებისმიერ გამოფენაზე და ფესტივალზე მონაწილეობა მეტად სასარგებლოა, რადგან ესაა ყველაზე ეფექტური რამ ცნობადობის გაზრდისთვის. მითუმეტეს სასარგებლოა ისეთ პრესტიჟულ გამოფენაზე მონაწილეობა, როგორიცაა მილანის “live wine”. სწორედ ასეთი, შედარებით მცირე გამოფენები გაცილებით უფრო ნაყოფიერია ხოლმე, რადგან აქ სპეციალისტები და ღვინის მცოდნე მოყვარულები ახერხებენ ყველა წარმოდგენილი ნიმუშის დაგემოვნებას და შეფასებას“,- აცხადებს ,,ჩვენი ღვინოს” დამფუძნებელი სოლიკო ცაიშვილი.

ქართველი მეღვინეები ფესტივალზე მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნატურალური ალკოჰოლური სასმელების ქსელის – “ველიერის” მფლობელმა და პრეზიდენტმა ლუკა გარგანომ მიიწვია.