ახალი ამბები

კახეთში 12 წლის გოგონას გაუპატიურების გამო მერვე კლასელ ბიჭს პატიმრობა ემუქრება

კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ გამოძიება, რომელიც 12 წლის მოსწავლე გოგონას გაუპატიურებას ეხებოდა, დასრულდა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138–ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობდა, რომელიც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. მერვე კლასელ ბიჭს, რომელიც გოგონას გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი, პროკურატურამ ბრალი წაუყენა. მას, თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლასთან, მოხდა. რაც შეეხება, მეორე არასრულწლოვან ბიჭს, ვინაიდან იგი დანაშაულის ჩადენისას 13 წლის იყო, პასუხისმგებლობისგან მაშინვე გათავისუფლდა.