ახალი ამბები

თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი პირები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისათვის დააჯარიმებენ

გარემოს დაბინძურებისათვის ჯარიმების დაკისრების უფლება თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ პირებსაც ექნებათ გარემოს დაბინძურების გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და დაჯარიმების უფლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც ექნებათ. 
ამჟამად ეს უფლებამოსილება მხოლოდ თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლებს გააჩნიათ. ცვლილებები პარლამენტის მიერ ახლადმიღებულ “ნარჩენების მართვის კოდექსში” შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 
“დაჯარიმება იურიდიულ პირსაც უნდა შეეძლოს, თუმცა ამას კანონის სათანადო ნორმის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს”, – განმარტავს პროექტის ერთ-ერთმა ავტორი ირაკლი ტრიპოლსკი.