ახალი ამბები

1 დოლარი 2.03 ლარი ღირს

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.0144-ს შეადგენდა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება საყოველთაო ფასების ზრდაში არ გადაიზარდოს. მისი განმარტებით, თუ დაინახავენ, რომ არის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის საფრთხე შესაბამის პოლიტიკას გაატარებენ და ამ შემთხვევაში ადექვატური რეაგირება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იქნება