ახალი ამბები

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

გურჯაანში, 14 იანვარს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავარიის დროს დაზარალებული 2 მგზავრი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ავარიის სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.