ახალი ამბები

სოფელ ართანის გზის რეაბილიტაციისთვის 200 ათას ლარამდე დაიხარჯება

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე შათირიშვილის თქმით, უწყებისთვის პრიორიტეტულია სოფლებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება.
,,წელს დაგეგმილია ართანის გზის მშენებლობა, რადგან გზა ცუდ მდგომარეობაშია. აღნიშნული სამუშაოები რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და ამისთვის 200 ათასი ლარი დაიხარჯება. მსგავსი პრობლემა სოფელ ლაფანყურის მოსახლეობასაც აქვს, მაგრამ 2015 წლის ბიუჯეტში ვერ მოხვდა ამ გზის მშენებლობა უსახსრობის გამო. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოა. გასულ წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამ გზის ნახევარს და ვფიქრობთ, რომ დანარჩენი 2016 წლის ბიუჯეტიდან გაკეთდება”,- განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.