ახალი ამბები

კახელი ძალოსანი გიორგი ბეროშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ახალგაზრდა სპორტსმენმა 125 კგ და აბსოლუტურ (272,5 კგ) წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში 12-14 დეკემბერს გაიმართა, რომელშიც 26 ქვეყნის 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. 
გიორგი ბეროშვილმა მსოფლიო ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა.