ახალი ამბები

კახა კალაძე – სოფლებში ყველაზე მდიდარ ადამიანად პენსიონერი ითვლება და ეს ჩვენი სირცხვილია

,,ძალიან კარგად ვიცი, რა პირობებში უწევს ცხოვრება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მდგომარეობის გაუარესება 2012 წლიდან ნამდვილად არ დაწყებულა. ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ 9 წლიან პერიოდს. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის უხერხულია სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის ხსენება, რადგან მოსახლეობას ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე უნდა ვესაუბროთ. თუნდაც იმ რეფორმებზე, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ 2 წლის განმავლობაში გააკეთა. პენსია 10 ლარით არ მომატებულა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვედით, 50 ლარით მოიმატა, შემწეობა გაორმაგდა და ეს არ შეჩერებულა და არც შეჩერდება”, – განაცხადა კალაძემ.