ახალი ამბები

თელავის მედია კაფეში გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა

ცენტრების გახსნის მიზანია მოხდეს მოსახლეობის, ინფორმირება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების და მნიშვნელობის შესახებ. 
გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მამულაშვილის თქმით, ცენტრის დახმარებით მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერის და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების და წესების შესახებ.
მისივე თქმთ, ცენტრი ასევე დახმარებას გაუწევს პარლამენტის და საკრებულოს ქალ წევრებს, ლიდერ ქალებს, გენდერულად მგრძნობიარე პარტიებს და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში.
,,ცენტრის მიზანია, დაეხმაროს და გაუწიოს კონსულტაცია, ყველა ქალბატონს რომლებსაც აქვთ გარკვეული სახის შეკითხვები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ოჯახურ ძალადობას, შრომითი უფლებების შეზღუდვას ან ქალთა უფლებების დაცვას და სხვა. ცენტრი მოემსახურება ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ მათი უფლებები არის შელახული, ან გარკვეული ტიპის კონსულტაციას საჭიროებენ. შესაბამისად ,,ჟურნალისტთა ქსელი” ყველა შეკითხვას განიხილავს”,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.
გენდერის მედია ცენტრში 24 საათის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეეძლება მედიას, მიაწოდოს ინფორმაცია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ან გენდერული ძალადობის ფაქტების შესახებ.