ახალი ამბები

ხვალ ახმეტის რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, ხვალ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ ელექტროგადამცემ ხაზ,,ქისტაურში” ზეთიან ამომრთველებში ზეთის დამატების სამუშაოების გამო 2014 წლის 7 ნოემბერს 12–დან 13:30 სთ–მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება შემდეგ სოფლებს: ქისტაურს, ახალშენს, ახშნის ველებს, არაშენდას, ახშანს, ჩაბინაანს,იმერლიაანთ უბანს, ზ.ხოდაშენს,აწყურს, ოჟიოს, კოღოთოს. ასევე, ღვინის კომპანია ,,ბადაგონს” “, – აცხადებენ ენერგოდისტრიბუციაში.