ახალი ამბები

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ლოპოტაზე ცხენზე ჯირითში შეჯიბრი ჩაატარა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების თქმით, შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ქალები, რომელთა უმეტესობაც პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კი გაიმართა გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. 
პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით. 
პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.