ახალი ამბები

ადვოკატებისთვის მანტიების ტარება სავალდებულო 2016 წლიდან გახდება

როგორც “ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც მოხდება მანტიის ფორმაზე შეთანხმება, მისი ტარება ადვოკატებისთვის აუცილებელი გახდება. 
“ადვოკატი ვიზუალურად უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნებს და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ის ადვოკატია”, – აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.
ადვოკატებისთვის მანტიების ტარება, სავარაუდოდ, 2016 წლიდან გახდება სავალდებულო. 
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს ადვოკატთა კრებამ დაამტკიცა, არის ადვოკატთა პროფესიული ჯილდოები. დამსახურებულ ადვოკატებს, რომელთაც ადვოკატთა კრება აირჩევს, ჯილდოები გადაეცემათ.