სტატიები

1. კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ შემოდგომის ფესტივალი გაიმართა

კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ შემოდგომის ფესტივალი (გამოფენა) გაიმართა. კოლეჯმა კახეთის რეგიონში არსებულ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს და მომავალ პროფესიულ სტუდენტებს უმასპინძლა. 

ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგროც კერძო, ასევე სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებმა და სხვადასხვა პროფესიულ სასწავლებელში დარეგისტრირებულმა აბიტურიენტებმა.

ფესტივალის მიზანი იყო დაინტერესებული პირებისათვის წარმოდგენილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი პროგრამების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ფესტივალზე მისულ პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული ტესტების ნიმუშებს გაცნობოდნენ, დაეთვალიერებინათ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვიზუალური მასალა და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიების ბოლოს წარმატებული კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.