ახალი ამბები

საგარეჯოში სპორტული მარათონი გაიმართა

მარათონის ინიციატორის თქმით, სარბენი ტრასა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ნინოწმინდიდან ქალაქ საგარეჯოს ცენტრამდე იყო განსაზღვრული. უფროს ასაკობრივ ჯგუფში ვაჟებს შორის პირველი ადგილი არჩილ კუჭუაშვილმა მოიპოვა, ხოლო გოგონათა შორის პირველ ადგილზე ნინო შიოშვილი გავიდა. 
გამარჯვებულები თასებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.