ახალი ამბები

კახეთში 24-მა ღვინის ქარხანამ რქაწითელის გადამუშავება დაიწყო

კახეთში ამჟამად სხვადასხვა ჯიშის ყურძენს სულ 35 ღვინის ქარხანა იბარებს. დღევანდელი მონაცემებით გადამუშავებულია 46 ათასამდე ტონა ყურძენი. მათ შორის, 17 ათასი ტონა რქაწითელი, 27,1 ათასი ტონა საფერავი, 1,4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. რთველის სტატისტიკა რაიონების მიხედვით:
ყვარელი – 13,1 ათასი ტონა, გურჯაანი – 11,1 ათასი ტონა, თელავი – 11,1 ათასი ტონა, სიღნაღი – 6,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 1,6 ათასი ტონა, ახმეტაში – 1,9 ათასი ტონა, საგარეჯო – 1,1 ათასი ტონა და ლაგოდეხი – 1, 1 ათასი ტონა.