ახალი ამბები

თელავის აგრარული ბაზრის წინ მდებარე გზას რეაბილიტაცია უტარდება

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის, არსებული სავაჭრო ობიექტების მეპატრონეების ინიციატივითა და დაფინანსებით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტროტუარის მოასფალტება დაიწყო. 
თელავის მერის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, მისთვის ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწყობა პრიორიტეტულია. კალმახელიძის თქმით, თელავის მერია მიესალმება და აფასებს კერძო მეწარმეების მხრიდან მსგავსი ინიციატივების განხორციელებას, რომელოც ხელს შეუწყობს ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას.
თელავის მერიის დაფინანსებით კი უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის 1040 კვ. მ. მონაკვეთს.