ღვინის ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა

,,ღვინის ტურიზმზე მოთხოვნა გაიზარდა”- განცხადება ამის შესახებ ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ია თაბაგარმა გააკეთა.

მისი თქმით, მან აღნიშნული ინფორმაცია კერძო სექტორისგან (მარნები, ტუროპერატორები და სააგენტოები) მიიღო. მისივე განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი ჯგუფების ჩამოსვლა სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება და მსურველებს არა მხოლოდ კონკრეტულ ტურში, არამედ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაც სურთ.