თელავში, ნადიკვრის პარკისა და მრავალსართულიანი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაცია იგეგმება
თელავში, ნადიკვრის პარკისა და მრავალსართულიანი კორპუსების გარე ფასადის რეაბილიტაცია იგეგმება.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 2 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
“ვიწყებთ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციას, რომელიც ითვალისწინებს ამფითეატრის გადახურვასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. აღნიშნული პროექტისთვის 400 000 ლარია გათვალისწინებული. ჭავჭავაძის ქუჩა 2-ში, თი-ბი-სი ბანკის მოპირდაპირედ მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდება გარე ფასადის რეაბილიტაცია და ასევე, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ე.წ. ყადორის ბინების გარე ფასადები შეიღებება. ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 1 მილიონ 323 ათასი ლარი”, – განუცხადა “კახეთის ხმას” შოთა ნარეკლიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი