გურჯაანში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშუტი და გრაფიკი განისაზღვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშუტი და მოძრაობის გრაფიკი განისაზღვრა.
რაც შეეხება გადაადგილების საფასურს, M3 კატეგორიის სამგზავრო მარშრუტის ტარიფი 1 ლარით განისაზღვრა. შეღავათიანი ტარიფით – მგზავრობის საფასური 0,50 თეთრი, ისარგებლებენ პენსიონერები, იძულებით გადაადგლებული პირები, ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანები, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000, მრავალშვილიანი ოჯახები რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000, ა(ა)იპ ” მოქალაქეთა თანადგომის” ბენეფიციარები, გურჯაანის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.
უფასო მგზავრობით ისარგებლებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მოსწავლეები.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
გაეცანით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგს: