უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, დაღუპული სერგო გორნაკაშვილია, ის ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში დაიღუპა.
სერგო გორნაკაშვილი ახმეტის სოფელ ომალოს (პანკისის ხეობა) მცხოვრები იყო. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არაოფიციალური ცნობებით, ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.