24 მაისიდან, თელავის ცენტრალურ მოედანზე, მოძრაობა შეიზღუდება
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიების გამო, თელავის ცენტრალურ მოედანზე საავტომობილო გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
,,საავტომობილო მოძრაობა შემდეგი გრაფიკით შეიზღუდება:დღეს, 22 მაისს, 20:00-დან მოძრაობა ცალმხრივად იზღუდება 26 მაისის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე. 24-27 მაისს მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება თელავის ცენტრალურ მოედანზე.
მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ერეკლე II-ის გამზირის ნაცვლად, იმოძრავებს ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. საავტომობილო გადაადგილება 27 მაისს, 08:00-ზე აღდგება”, – აცხცადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.