შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში -აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი
ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში – აცხადებს აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი ჩარლზ ბრაუნი პრესკონფერენციაზე, რომლის შესახებაც ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს:
“თქვენ იცით, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში და ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატოელ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად იმ ერების სუვერენიტეტისთვის, რომლებიც ნატოს პარტნიორები არიან, ისევე როგორც უსაფრთხოების საერთო მდგომარეობაზე ევროპაში“ -ამბობს გენერალი.