ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

არა რუსულ კანონს – ახალგაზრდების პროტესტი თელავში

თელავში, სტუდენტებმა რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს. ისინი თელავი სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობას მოუწოდეს ახალგაზრდების ხმას მოუსმინოს.

მათი თქმით, რუსული კანონი ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე საფრთხეს შეუქმნის და ევროპას დააშორებს.