ახალი ამბები

სიღნაღში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა

სიღნაღში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდა. დღეიდან სამი მიმართულებით დაიწყო მგზავრთა გადაყვანა.

ძველი ანაგა- წნორის და წნორი-სიღნაღის მარშრუტზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა და მისმა პირველმა მოადგილემ მგზავრებთან ერთად იმგზავრეს.

შეგახსენებთ, რომ შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი 4 მარშრუტზე იმოძრავებს.

ავტობუსები ყოველდღე 07:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოძრავებენ.მგზავრობის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა. ამასთანავე, შეღავათებით ისარგებლებენ:
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერები,
იძულებით გადაადგილებული პირები,
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს,
მრავალშვილიანი მშობლები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს,
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000 -ს,
სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ ბენეფიციარები. ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური 50 თეთრი, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის მგზავრობა უფასო იქნება.