საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერი გაუქმდა.
“ქართული ოცნების“ ინიციატივით, “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები 81-ხმით (1 – წინააღმდეგი), მესამე მოსმენით მიიღეს. მხარდაჭერილი პროექტით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
“საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლებოდა, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არჩევნების მეორე ტური ინიშნებოდა. “ქართული ოცნების“ პროექტის მიღების შედეგად, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება.