დღეს, თელავის მერიასთან, 17:00 საათზე მოქალაქეები აქციას მართავენ – არა რუსულ კანონს
დღეს თელავში, “რუსული კანონის” საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვერ ახერხებენ თბილისში აქციებზე წასვლას, აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
“თელაველი ახალგაზრდები, სტუდენტები და ყველა ადამიანი, ვისაც ქვეყნის მომავალზე გული შეგვტკივა, ვერთიანდებით რუსული კანონის წანააღმდეგ! ვაჩვენოთ ჩვენი ძალა რუსულ მთავრობას და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროპულ გზას! საქართველო ჩვენია! ვიკრიბებით თელავის მერიასთან, დღეს 15 მაისს 17:00 საათზე.” – წერია განცხადებაში