,,კახეთის ხმის” ჟურნალისტებს გინების და მუქარის შემცველი ტექსტებით ურეკავენ
,,კახეთის ხმის” ჟურნალისტებს გინების და მუქარის შემცველი ტექსტებით ურეკავენ.
ბოლო პერიოდია არ წყდება კახეთის ხმის ჟურნალისტების მიმართ უცხო ნომრებიდან ზარები. პასუხისას კი ზარის ავტორები ჟურნალისტებს ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ ქვეყნის მოღალატეები არიან.
ცოტა ხნის წინ, მუქარის ზარები ისევ განხორციელდა ჟურნალისტებთან და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ნიუსს თან ერთვის ფოტო, სადაც მითითებულია ნომერი, საიდანაც ზარი განხორციელდა.