ახალი ამბები

პლენარული სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საწინააღმდეგო აქცია გრძელდება.

ისმის საყვირების ხმა, ასევე, შეძახილები: “მონებო”, “რუსებო”, “საქართველო”. მათ ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე, ბანერები.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. ამ დროისთვის პოლიტიკური განცხადებები მიმდინარეობს. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.