საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გამორიცხული არ არის – რიკარდ იოზვიაკი
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერება გამორიცხული არ არის.
როგორც იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, 8 მაისს ევროკავშირის ელჩებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს საქართველოზე და განიხილეს პოტენციური ნაბიჯები, თუ აგენტების შესახებ კანონის მიღება მოხდება.
“ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველო. მათ შორის პოტენციური ზომები უცხოური აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი განიხილება”,– წერს რიკარდ იოზვიაკი.
ცნობისთვის, 25 აპრილს ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.