სალომე ზურაბიშვილი – ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ
ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! – არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავებას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ ასევე არ შეუძლიათ საკუთარი და მეზობლის მიწების გარჩევა.
“ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე და ვითომ ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის….
და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრებსა და მტრის შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ”, – წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ დისევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს