რეგიონიდან თბილისში, აქციაზე წასვლის მსურველებს, მოქალაქეები დასარჩენს სთავაზობენ
რამდენიმე დღეა თბილისში, აქცია ,,არა რუსულ კანონს” იმართება.
აქციის მონაწილეები მთავრობას, ხელახლა ინიცირებული რუსული კანონის გაწვევას სთხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, რეგიონებში მცხოვრებ ბევრ მოქალაქეს, ვისაც აღნიშნული კანონის გაპროტესტება უნდათ, არ აქვთ თბილისში ღამის გასათევი.
სწორედ იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც აქციაზე წასვლა სურს და დასარჩენი არ აქვს, სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი ,,დაიტოვე”. ჯგუფის დახმარებით, მოქალაქეები რეგიონიდან თბილისში, აქციაზე წასვლის მსურველებს დასარჩენს, საკვებს, მგზავრობის ფულს სთავაზობენ.
გადადით ლინკზე და ნახეთ ჯგუფი:
https://www.facebook.com/share/R1ArdyNN89jWjGCG/?mibextid=K35XfP