3-დან 12 მაისის ჩათვლით, საჯარო სექტორში უქმე დღეები გამოცხადდა
საჯარო სამსახურები 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით დაისვენებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ 30 აპრილს გამოსცა.
3-6 მაისი შრომის კოდექსით დადგენილი სააღდგომო უქმე დღეებია. მთავრობის დადგენილებით, ამ დღეებს დაემატა 7, 8 და 10 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება.
შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებია ასევე: 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე და 12 მაისი − ანდრია მოციქულის ხსენების დღე, და 2019 წლიდან – „ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე“.