გურჯაანში, ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის გუნდმა გურჯაანში ქალთა მიმართ ონლაინ ძალადობის თემაზე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას კახეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო ონლაინ სივრცეში გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფორმები და მთავარი მახასიათებლები, სოციალურ მედიაში გავრცელებული სექსისტური ნარატივები და მავნე აქტორების მოქმედების ძირითადი ტაქტიკები.