არა რუსულ კანონს, მოუსმინეთ ქალების ხმას- ქალთა მარში წნორში
არა რუსულ კანონს, მოუსმინეთ ქალების ხმას- ამ ლოზუნგებით, წნორში ქალთა მარში გაიმართა.
ქიზიყელი გოგოენები და ქალები შეურთდნენ საქართველოს ქალაქებში გამართულ ქალთა მარშს 2 მთავარი სათქმელით პარლამენტარებისთვის – გაიწვიონ რუსული კანონი! მოუსმინონ ქალების ხმას, გაითვალისწინოს პრეზიდენტის ვეტო და არ გააუქმოთ გენდერული კვოტები.
აქციის მონაწილეების თქმით, არავის მისცემენ უფლებას საქართველოს დააკარგვინოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.