საზოგადოების პროტესტი – რატომაა საშიში რუსული კანონი
რადიო ,,კახეთის ხმის” საგანგებო ეთერი საპროტესტო აქციებს ეძღვნება. საზოგადოებამ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ განხილვის დაწყება გააპროტესტა.
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ამ სლოგანით საპროტესო აქცია გაიმართა თელავშიც. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებმა რუსული კანონი გააპროტესტეს. მათი განცხადებით, კანონპროექტი რომელიც ხელისუფლებამ გასულ წელს ჩააგდო, მისი ხელახლა ინიცირება დანაშაულია. მისი განხილვით კი, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა საფრთხის ქვეშ დგება. ამბობენ, რომ მიუღებელია ხელისუფლების გადაწყვეტილება.