,,არა რუსულ კანონს” – თელავში საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს, თელავში, მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია იგეგმება.
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ,,თავისუფლების მოედანი თელავის” წევრის, არჩილ მჭედლიშვილის განცხადებით, დღეს ეს რიგით მეორე აქციაა.
,,კვლავ ვიკრიბებით რუსული კანონის გასაპროტესტებლად. გადამწყვეტია თითოეული მოქალაქის აქტიურობა და მავნებელი კანონპროექტის გაპროტესტება”.
სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ მოქალაქეთა მიერ უნდა მოხდეს აღნიშნული კანობპროექტის კარგად გააზრება.
,,იმედია, ყველა კარგად ვიაზრებთ ამ კანონის მავნებლობას. ახლა თუ არ გამოვხატეთ წინააღმდეგობა და გამოვიჩინეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ეს არის გადამწყვეტი დღე, თუ კანონპროექტი კომიტეტს გაივლის, გაწვევა შეუძლებელი გახდება. ამიტომ მოდით, ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად!”.