„ნუში და თხილი – საქართველოს ბაზრისთვის ახალი ინდუსტრიაა“ – თორნიკე ლატარია
ნუშისა და თხილის ასოციაციის დირექტორმა, თორნიკე ლატარიას განცხადებით გასულ წელს კომერციულმა საწარმოებმა დაახლოებით 2 000 ტონა ნუში და 2 500 ტონა ბერძნული თხილი მიიღეს, ამ გზით კი მწარმოებლებმა სხვადასხვა მიმართულების სატესტო ექსპორტი განახორციელეს. კერძოდ, ძირითადი მიმართულებები იყო თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და ინდოეთი.
ასოციაციის დირექტორის თქმით, ნუშის იმპორტი ადგილობრივმა წარმოებამ თითქმის სრულად ჩაანაცვლა.
“ნუშის იმპორტი ფაქტობრივად ჩანაცვლებულია. ქვეყანაში ეს პროდუქტი საკმაოდ ძვირი ღირდა და ის 100% შემოტანილი იყო სხვა ქვეყნებიდან. მსოფლიო ბაზრის ფასებთან შედარებით ჩვენთან ნუში 4-5-ჯერ ძვირი ღირდა. ახლა კი სრულად ადგილობრივი პროდუქტი გვაქვს და ის გაცილებით იაფი ღირს“- განაცხადა ლატარიამ