თელავის უნივერსიტეტში პრაქტიკული სამართლის მასტერკლასები ჩატარდა
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID -ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის სტუდენტებისათვის, ბრიტანელმა ექსპერტმა, იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა, რიჩარდ გრაიმსმა
პრაქტიკული სამართლის მასტერკლასები ჩაატარა.
რიჩარდ გრაიმსთან ერთად, სემინარებში მონაწილეობდნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი, იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის მრჩეველი, ნინო ბალანჩივაძე და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინა კვაჭაძე.
ორდღიანი ტრენინგის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა, შესაბამისი სერთიფიკატები მიიღეს, რომლებიც მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გადასცა.