რომელი ქართული კერძები მოხვდა მსოფლიოს 100 საუკეთესოს შორის
Tasteatlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძში ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, მწვადი და შემწვარი წიწილა მოხვდა. რეიტინგში ხინკალი 29-ე, აჭარული ხაჭაპური 55-ე, მწვადი 66-ე, ხოლო წიწილა 92-ე ადგილზეა.
„ხაჭაპური არის ყველაზე ცნობილი კერძი საქართველოში. არსებობს ხაჭაპურის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებულია იმერული და აჭარული ხაჭაპური, რომელიც მზადდება ყველის, კარაქისა და უმი კვერცხისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონაცემების თანახმად, ას საუკეთესო მსოფლიო კერძს შორის პირველი 10 ადგილი ასე გადანაწილდა:
პიკანჰა (ბრაზილია), რეიტინგი – 4.75
როტი კანაი (მალაიზია), რეიტინგი – 4.74
ფატ კაფრაო (ტაილანდი), რეიტინგი – 4.73
პიცა ნაპოლეტანა (იტალია), რეიტინგი – 4.70
გოტი (ჩინეთი), რეიტინგი – 4.70
ხაო სოი (ტაილანდი), რეიტინგი – 4.70
კარაქი ნიორი ნაანი (ინდოეთი), რეიტინგი – 4.67
ტანგბაო (ჩინეთი), რეიტინგი – 4.67
მწვადი (რუსეთი), რეიტინგი – 4.66
პანანგ კარი (ტაილანდი), რეიტინგო – 4.65
მსოფლიოს 100 კერძი შეირჩა 10 927 კერძიდან 395 205 მომხმარებლის შეფასების საფუძველზე.