პეტრას აუსტრევიჩუსი – როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება
როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი “ქართული ოცნების” მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას.
“როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, ვინაიდან, დემოკრატიული კრიტერიუმები მოლაპარაკებების საგანი არ შეიძლება იყოს”, – წერს აუსტრევიჩუსი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში კვლავ დააინიცირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“