თელავში 24 მხატვრის გამოფენა მიმდინარეობს
30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, თელავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს First Wish Art Gallery – ს პროექტის ,,Telavi History Museum International Group Art Exhibition – Edition 4rd” ფარგლებში საერთაშორისო გამოფენას ,სადაც მონაწილეობას იღებს 24 მხატვარი, როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან : ამერიკის შეერთებული შტატები , იაპონია , ინდოეთი, უკრაინა, დუბაი, ფილიპინები, იორდანია და ირანი.
აღნიშნული გამოფენის მხარდამჭერები გახლავთ: თელავის ისტორიული მუზეუმი, First Wish Group და Art Craft World Group (ACW)
First Wish Art Gallery – ს დამფუძნებლების Irshad Husain და მარიამ სიმაშვილის მიზანია საქართველოს კულტურის წარმოჩენა და ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა… დაარსების დღიდან გალერეა აორგანიზებს საერთაშორისო გამოფენებს და ქმნის პლათფორმას, სადაც მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ერთიანდებიან და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და შემოქმედებას.