ახალი ამბები

რომელი გზის მონაკვეთების რეაბილიტაცია იგეგმება კახეთში წელს

გზების დეპარტამენტი, მიმდინარე წელს, გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას ჯამში 25 ლოკაციაზე გეგმავს.

დოკუმენტის თანახმად, კახეთის რეგიონში იგეგმება:

ფშაველი – აბანო – ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი II (კმ21.5-კმ25.5 მონაკვეთი) -16,352 მლნ ლარი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ჩალაუბანი-სიღნაღი-ანაგას საავტომობილო გზის (კმ5-კმ15 მონაკვეთის) სარეაბილიტაციო სამუშაოები – 12,772 მლნ ლარი

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე არსებული საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების ლოტი III (კმ25.5-კმ35.9) – 11,394 მლნ ლარი