ახალი ამბები

გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს – pmcg

2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ამის შესახებ pmcg-ს კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2%- ით არის გაზრდილი.

“2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 15.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 25.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2024 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,”- ნათქვამია კვლევაში.