სოფელ შიბლიანში ჭაბურღილის რეაბილიტაციისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
სოფელ შიბლიანში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით, ჭაბურღილის რეაბილიტაციისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის ჯამური ღირებულება 844 996 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
სოფელ შიბლიანში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია-მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.