ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტსკახეთში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს წვიმა.

კახეთში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონში, დედოფლისწყაროში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 30 მარტს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, ომალოში 28-29 მარტს უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.